მაია ფანჯიკიძე: 100%-ით პოზიტიური რეზოლუცია არ არსებობს

ევროსაბჭოს რეზოლუციაში იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მასზე ყურადღების გამახვილებით, მასში ასახული ნეგატიური ელემენტები განეიტრალდებოდა – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ლატვიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი და 100%-ით პოზიტიური რეზოლუცია არ არსებობს.
„მასში არის რამდენიმე უარყოფითი მომენტიც, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიური ელემენტები ფართოდ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, როგორც უარყოფითი ელემენტების გაჟღერება ხდება ხოლმე. კრიტიკა აბსულუტურად ნორმალური რამ არის მსგავსი სახის დოკუმენტებში. იქ იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მასზე ყურადღების გამახვილებით განეიტრალდებოდა თუ არა, დაიჩრდილებოდა ის ნეგატიური ელემენტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები