რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტია – რადიკალური ოპოზიციაც, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ქართულ პოლიტიკაში დღეებს ითვლიან

სალომე ზურაბიშვილი დღესაც არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტია, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად დარჩება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა ჩვენს ქვეყანაში. ახლა, რა პროცესებსაც ვუყურებთ, ვფიქრობ, ეს რადიკალური ოპოზიციაც, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი დღეებს ითვლიან ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები