საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოქალაქეები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის გახსნა დღის წესრიგში არ დადგება.