მედია: ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას აპირებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს უშიშროების კაბინეტის მოწვევას და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას აპირებს,- ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ამასთან, გამოცემის მტკიცებით, ნეთანიაჰუ მომხრეა, „ჰეზბოლასთან“ ცეცხლი შეწყვიტოს, არათუ ომი დაასრულოს.
ლიბანური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.