საქართველოში პრეზიდენტის არჩევა 14 დეკემბერს მოხდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოში პრეზიდენტის არჩევა 2024 წლის 14 დეკემბერს მოხდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი.
პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.