ჯო და ჯილ ბაიდენები ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობას მიიღებენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ენდრიუ ბეითსმა განაცხადა.
“პრეზიდენტმა დაპირება დადო, რომ დაესწრებოდა არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ის. ჯო ბაიდენი და პირველი ლედი შეასრულებენ ამ პირობას და დაესწრებიან ინაუგურაციას. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების და ხალხის ნების პატივისცემის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, რადგან ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებული და ეფექტური გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფას”,- აღნიშნა ბეითსმა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დასწრებია.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.