უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 188 დრონიდან, 76 გაანადგურეს

უკრაინის მიმართულებით რუსების გაშვებული 188 დრონიდან, უკრაინელებმა 76 გაანადგურეს, – ამის შესახებ ქვეყნის საჰაერო ძალები იუწყებიან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

„26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მტერმა რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები