მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაური პარლამენტის წევრებს უწყებაში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

დღესვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, ასევე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით წარდგებიან, იუსტიციის, თავდაცვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები