“როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი

“საერთოდ, როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე მანდატების ჩახსნაზე საუბარს – ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიისთვის ეს საკითხი არც “ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტი იქნება და არც – “ქართული ოცნების”.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, სხვათა შორის, პირველმა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და ეს პირველ სხდომაზე ყველამ ნახა, ხომ?! ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები