ლევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუსთან გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები