პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება

საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება.

“მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ მთავრობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები