“საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა” – იონათამიშვილი

“საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას ამის აღიარება ერიდება.

“ამბობენ, რომ მანდატებს ჩახსნიან, მაგრამ პარლამენტში მათი განცხადებები არავის გვინახავს. აქედან გამომდინარე, კიდევ კარგად ჩანს, როგორი თვალთმაქცი და ფარისეველია ის ოპოზიცია, რომელმაც ე.წ. 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები