დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 30 ხომალდს, მათ შორის ნავთობსა და ქიმიურ ტანკერებს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ანტირუსული შეზღუდვების ფარგლებში სანქციები დაწესდა რუსეთის, სიერა ლეონეს, პანამის, კუკის კუნძულების, ანტიგუა და ბარბუდას, გაბონის, ბარბადოსისა და გვინეის დროშებით მოცურავე ხომალდების წინააღმდეგ. ჩამოთვლილთა შორისაა რუსული ნავთობტანკერები „ვიქტორ ბაკაევი“ და „კრასნოიარსკი“.
დოკუმენტის მოტივაციურ ნაწილში ნათქვამია, რომ ხომალდები, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ისეთ აქტივობებში, რომლის მიზანი ან შედეგი უკრაინის დესტაბილიზაცია, მისი ძირის გამოთხრა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაა.
ამასთან, ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ხომალდები მონაწილეობენ რუსული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში რუსეთიდან მესამე ქვეყნებში.