მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო – 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, ოფიციალური შედეგების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.
150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, დანარჩენი მანდატები კი შემდეგ პარტიებს შორის ნაწილდება: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერ საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.
ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და საპროტესტო აქციებს განაგრძობს.