“ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით იმ 9-წლიანი, საამაყო ოქროს ხანის დროს” – მიხეილ სააკაშვილი

“მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლის დროა.

“ჩემი მთელი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. იმიტომ წარმოიშვა ეს ახალი თაობა არაკორუფციაში გაზრდილი და მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება – მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა.

ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით იმ 9-წლიანი, საამაყო ოქროს ხანის დროს. ახლა ხომ მაინც უნდა ითქვას სიმართლე, ის იყო ოქროს ხანა და ამის გამო ვისჯები მე, ამის გამო ისჯება საქართველო. იმაზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ოღონდ ამისთვის საჭიროა ერთიანობა, სიძლიერე, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები