ევროპარლამენტის „მემარცხენეების“ ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაარეგისტრირა და მხარეებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტში “მემარცხენეების” ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით ,,საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შესაძლო გაყალბების გამო დემოკრატიული კრიზის გაღრმავების შესახებ“ – დაარეგისტრირა.

პროექტის ტექსტშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა მიიღონ.

„ვითვალისწინებთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცეს შედეგებს, იმუშაოს კონსტრუქციულად, დაიცვას კანონის უზენაესობა და საქართველოს საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაციის პრობლემა მოაგვაროს“, – წერია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები