პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვრის გადაკეტვა შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან „მედიკა-შეგინის“ გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ცნობით, პოლონურმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პოლონელი ფერმერების მიერ გზის ბლოკირება დასრულებულია, ამჟამად მომიტინგეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. აღნიშნულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების ყველა კატეგორიის გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება.

შეგახსენებთ, პოლონელი ფერმერები ქვეყანაში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან სასოფლო-სამეურნეო გადასახადის 2023 წლის დონეზე შენარჩუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები