ასლან ბჟანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “ყოფილი პრეზიდენტი” ასლან ბჟანია, რომელმაც თანამდებობა “ოპოზიციის” პროტესტის ფონზე დატოვა, მომავალ ე.წ. რიგგარეშე არჩევნებზე თავის კანდიდატურას წარადგენს, – ამის შესახებ მან რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და წინ წავალთ“, – განაცხადა მან.

მანამდე ის ამბობდა, რომ რამდენიმე დღით მოსკოვში მიფრინავდა.

ბჟანიამ ასევე გააკრიტიკა ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მომავალი რუსეთთან სამართლიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები