მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ – ზელენსკი
მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
„ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. კანონიერად ჩვენ ამას არ ვაღიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას. ზელენსკიმ კი მის განცხადებას უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა ყირიმის დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.
„ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ იმისთვის, რომ ისინი დაიღუპონ ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი, შეიძლება, დიპლომატიური გზით დაბრუნდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.