“რაც უფრო რადიკალურია ოპოზიციის მოთხოვნები, მით უფრო კარგად ჩანს, რომ არაფრის რესურსი არ გააჩნიათ” – მათიკაშვილი

“რაც უფრო რადიკალურია ოპოზიციის მოთხოვნები, მით უფრო კარგად ჩანს, რომ ფაქტობრივად არაფრის რესურსი რადიკალურ ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ გააჩნია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიაზე რამდენიმე ასეული ათასი ხმით გაიმარჯვა.

„რაც უფრო რადიკალურია მოთხოვნები ოპოზიციის, მით უფრო კარგად ჩანს, რომ ფაქტობრივად არაფრის რესურსი რადიკალურ ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ გააჩნია.

ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეული ათასი ხმით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიაზე. 300 ათასი ხმით ყველა ოპოზიციონერზე, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებისგან მიიღო გარკვეული ნდობის ნაწილი.

სინამდვილეში, მათ ნდობა მიიღეს იმისთვის, რომ პარლამენტში შებრძანდნენ, საპარლამენტო საქმიანობას მიუძღვნან მომავალი ოთხი წელი და არა ქუჩაში ჯდომას უსარგებლოდ, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი შედეგის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებისა და ჩვენი არაკეთილისმოსურნეების, ასე ვთქვათ, გულის მოსაფხანად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები