ქადაგიშვილი – ხაზარაძეზე: სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს

“მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ყველა თავის ვაგზალზე მიიწვიოს. რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის, ეს არის სახლობანა. სასაცილოა, რომ ხაზარაძე ამ დონეზე დავიდა. სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმა არის – გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც საკუთარ თავს შეუქმნა. ადამიანი საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას როდესაც ახვევს თავს ქვეყანას, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები