ჩაი, აზერბაიჯანი და COP29
გაეროს კლიმატის მომლაპარაკებლებს შორის შეთანხმება შესაძლოა, ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ ჩაი ჯერჯერობით მწიფდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ კლიმატის სამიტს – COP29 – აზერბაიჯანი მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 32 ათასზე მეტი დელეგატი 198 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. ღონისძიებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პავილიონი. COP29-ზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელიც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესზე ისაუბრებს.
დამსწრეებისთვის, რომლებიც უზარმაზარ შენობაში დიდ მანძილს გადიან შაქრისა და კოფეინისთვის, ე.წ. ფუდკორტებს უამრავი არჩევანი აქვთ. აზერბაიჯანის პავილიონში აზერბაიჯანის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები სტუმრებს თბილ სასმელს უსხამენ.
ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრება ქალაქში, ჩაის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილება ემუქრება. როდესაც მსოფლიო ლიდერები ბაქოში ჩადიან კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მკვლევრები აცხადებენ, რომ ჩაის მოყვანა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა, 50%-ზე მეტით შემცირდეს, რადგან ტემპერატურის მატება, გვალვა, ძლიერი წვიმა და ეროზია ჩაის კულტურას აზიანებს. მეცნიერები სწავლობენ ჩაის ჯიშების გაუმჯობესების გზებს და ემზადებიან მომავლისთვის, რომელშიც ჩაის ზოგიერთი წარმოება ჩრდილოეთით ისევე გადაინაცვლებს, როგორც კლიმატის ცვლილების შედეგად დაზარალებული მრავალი სხვა კულტურა.
„ჩაი ჩვენი რეგიონის საარსებო წყაროა; განსაკუთრებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩაის მწარმოებლებისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რათა ეს პროდუქტი მდგრადი გავხადოთ“, – განაცხადა კეზიბან იაზიჯიმ, პროფესორმა, რომელიც ჩაიზე კლიმატის ცვლილების გავლენას სწავლობს.
მისი გუნდი თურქეთში გვალვაგამძლე ჩაის ჯიშების განვითარებაზე მუშაობდა. იაზიჯი ამ გაზაფხულზე გაემგზავრა აზერბაიჯანში, რათა წამოიწყოს შემდგომი თანამშრომლობა ჩაის მსგავსი კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, რათა ჩაის მოსავალი კლიმატის ცვლილების საფრთხისთვის მოამზადოს.
ამ საყვარელი სასმლის სახიფათო მომავალი გვახსენებს, რომ თუ მსოფლიო ვერ მიაღწევს პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული გლობალური დათბობის მიზნებს, მსოფლიოს მრავალი ადგილი დაზარალდება და შესაძლოა, ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობაც დაიკარგოს.
„კულტურა და მომავალი შეთანხმებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ფატიმა ფატალიევამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო აზერბაიჯანის პავილიონის დიზაინზე.
ფატალიევამ ისაუბრა მისი გუნდისთვის ღონისძიებაში აზერბაიჯანული კულტურის ჩართვის მნიშვნელობაზე. პირველი, რაც ახსენდება ეს სწორედ ჩაია. მან ადრეული ასაკიდანვე გაიგო, რომ ჩაის დალევა სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის სიმბოლოა. ჩაის სვამენ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, სახლში და პაემანზე. ის მთავარ როლს თამაშობს ჭორაობისას, ჭადრაკის თამაშისას თუ გლოვის დროს. ხალხი აქ ჩაის მსხლის ფორმის არმუდუს ჭიქებიდან სვამს. ფორმის გამო, ჩაის ძირი თბილია, ზემოდან კი — გრილი. ზოგჯერ ფორთოხლის ან ლიმონის ნაჭერთან, ან, საერთოდაც, შაქრის ნატეხთან ერთად მიირთმევენ.
„როცა ბედნიერი ხარ, ჩაის სვამ. როცა მოწყენილი ხარ, ჩაის სვამ“, – ეს სიტყვები ლევენტ კურნაზს ეკუთვნის, პროფესორს, რომელიც კლიმატის ცვლილებას სწავლობს და იკვლევს, როგორ ებრძოლოს ინვაზიურ მავნებლებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ზიანს აყენებენ ჩაის მცენარეებს.
„კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას მოახდენს ამ რეგიონზე, განსაკუთრებით, ფერმერებზე. მათ შორის, ბევრი ქალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ჩაი მოჰყავს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა გააკეთონ, როცა ჩაის წარმოება ცუდად წავა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს მოხდება,“ – აღნიშნა კურნაზმა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 32 ათასზე მეტი დელეგატი 198 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. ღონისძიებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პავილიონი. COP29-ზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელიც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესზე ისაუბრებს.