მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმალიზაციისა და გაღრმავების პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე – აზერბაიჯანისთვის.

ორმხრივ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწყობილი საქართველოს კუთხე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ პატარაძესთან ერთად მოინახულა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები