იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ…”,- წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.