თბილისში პოლიციელი დაჭრეს
თბილისში, ვეძისში წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა – სამართალდამცავს საკუთარ სახლთან ესროლეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.