პესკოვი – “რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

„რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და “ოპოზიციას” შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. “ოპოზიციის” მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები