ლანა გალდავა: გვაქვს მზაობა, ჩავხსნათ სიები

გვაქვს მზაობა, ჩავხსნათ სიები – ახლა საჭიროა, რომ დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც კანონმდებლობით გახდება შესაძლებელი ამის განხორციელება,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ლანა გალდავა აცხადებს.

“ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ უარი ვთქვათ მანდატებზე. ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩავხსნათ სიები. ახლა საჭიროა, რომ დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც კანონმდებლობით გახდება შესაძლებელი ამის განხორციელება და ეს მოხდება მხოლოდ პირველი მოწვევის პარლამენტის შემდგომ პერიოდში. კარგი იქნება თუ ეს პოლიტიკური აქტი მოხდება ერთ დღეს და ერთდროულად. მზად ვართ, რომ ეს პოლიტიკური აქტი განხორციელდეს პრეზიდენტის ხელშეწყობით,” – განაცხადა ლანა გალდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები