რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს ვის რა მიზნები ამოძრავებს
“ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ერთ-ერთი შვედი დეპუტატის განცხადებები, რომელიც საქართველოში მოუწოდებდა მაიდანისკენ. ძალიან მარტივია, როდესაც თან შვედეთის წარმომადგენელი ხარ და თან სხვა ქვეყანაში ითხოვ არეულობას და ფაქტობრივად სისხლის ღვრას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ვის რა მიზნები ამოძრავებს.
„შესაბამისად, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა ჩვენ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ესეც ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ საზოგადოება ხედავს ვის რა ინტერესები აქვს და ვის რა მიზნები ამოძრავებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.