რატი იონათამიშვილი: საქართველოს პარლამენტს სახალხო ლეგიტიმაცია უკვე აქვს, ახლა უბრალოდ დგას საკითხი, ის, ვინც აირჩია ხალხმა, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება ხალხის არჩევანს
“საქართველოს პარლამენტს სახალხო ლეგიტიმაცია უკვე აქვს, ახლა უბრალოდ დგას საკითხი, ის, ვინც აირჩია ხალხმა, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება ხალხის არჩევანს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს.
“დღეს რასაც ვუყურებთ ჩვენ, ეს რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, ატყუებს და აგდებს საკუთარ ამომრჩეველს და ეს პირველი შემთხვევა მათი მხრიდან არ არის. 2020 წელსაც ზუსტად ასე იყო, როდესაც ხალხმა ოპოზიციაში აირჩია ეს რადიკალები, მაგრამ მათ არც მაშინ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მერე არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ ასეთი მარგინალიზებული ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.