დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება

რუსეთ-უკრაინის ომი უნდა შეწყდეს და ეს ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება,- ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა არჩევნების შემდეგ მის პირველ ვრცელ საჯარო გამოსვლაზე გააკეთა.

„ჩვენ ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეჩერდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანვე არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს თეთრ სახლში შესვლისთანავე დაასრულებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ განახორციელებს ამას.

“ჩემი პრიორიტეტებია, ასევე, კორუმპირებული, წარუმატებელი ბიუროკრატიის გაწმენდა და ბავშვთა სექსუალური დასახიჩრების შეწყვეტა,- განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები