ანა დოლიძე: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება – მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან

“ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყონებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა”, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან.

“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია, ამის ბევრი საშუალება არსებობს და ჩვენ ,,ძლიერი საქართველო” ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყონებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა. მათ შორის, ეს იქნება აპარატები თუ სხვა მტკიცებულება, მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოში ეს მისია ჩამოვიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს დროულად განხორციელდეს”,- წერს დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები