დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია აქციის ფონზე მოხდება

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს.

ადგილობრივი “ოპოზიცია” ე.წ. პარლამენტის მიერ რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად, აქციის გამართვას აპირებს და ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ დე ფაქტო მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად.

“რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები