ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 23 წელი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში 23 წლის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი მამაკაცი დააკავეს.

დაკავებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძებნაში იყო, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის   111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება).

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული სტავროპოლის მხარეში 2001 წელს მოხდა.

49 წლის მამაკაცი ოკუპირებული ცხინვალის “შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის” თანამშრომლებმა რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის კოლეგებთან ერთად ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები