იულია ნავალნაია მაგნიტსკის პრემიის ლაურეატი გახდა
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, მაგნიტსკის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hermitage Capital-ის მეთაური, უილიამ ბრაუდერი ავრცელებს.
ნავალნაიამ ჯილდო მიიღო ნომინაციაში – „სიმამაცე ცეცხლის ქვეშ“.
„მისი მუდმივი გამძლეობა უბედურების წინაშე და ალექსეის მისიის ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის მშენებლობისთვის, წარმოუდგენელია“, – წერს ბრაუდერი.
აღსანიშნავია, რომ თავად ნავალნაიას ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.