ლევან მაჭავარიანი: როთი მასკის ერთ-ერთ ტვიტზე აღშფოთდა, ეს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევააო და ჩვენ შემთხვევაში რატომ აძლევენ თავიანთ თავს ამის უფლებას, დაბალი ღობე ვგონივართ, ჰგონიათ, რომ სუვერენიტეტი არ გაგვაჩნია?

“რამდენიმე დღის წინ, ბატონი მიხაელ როთი გამოეხმაურა ბატონი ილონ მასკის ერთ-ერთ ტვიტს, სადაც მან გერმანიაში ერთ-ერთ პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღშფოთდა ბატონი როთი და რამდენიმე მინისტრი, რომ ეს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევააო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, როთი თავად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

„აბა, ჩვენ შემთხვევაში როგორ ხდება, რატომ აძლევენ თავიანთ თავს ამის უფლებას, დაბალი ღობე ვგონივართ, ჰგონიათ, რომ სუვერენიტეტი არ გაგვაჩნია? ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ და ვერაფერი დაგვაზიანებს, ვერანაირი ასეთი მავნებლობა და გარე ჩარევა“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები