შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია – ვიქნები და ვიქნები
“სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია – ვიქნები და ვიქნები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, დიდი იმედგაცრუება ნახა.
“ძალიან სამწუხაროა საერთო ჯამში, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა პასუხისმგებლობა გადასცა, ამხელა ნდობა გამოუცხადა 2018 წელს, რომელმაც მისი არჩევა განაპირობა, რომელსაც ის ხალხი დღეს, რომ ეძახის მსოფლიოში ყველაზე ლეგიტიმურს, ის ხალხი 2018 წელს ხომ გახსოვთ რასაც ამბობდნენ მასზე, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები, არალეგიტიმური პრეზიდენტი. აქ მივიდა სადაც მივიდა ქალბატონი სალომე.
მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ის გადაირჩია, მის წინააღმდეგ მისცა ხმა 26 ოქტომბერს. და რატომ მივიდა აქამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავით ჩაანაცვლა მის კუთვნილ წინასაარჩევნო ბანერებზე, იმისთვის რომ მისთვის გამარჯვება მოეპოვებინა ასეთი იმედგაცრუება ნახა მასში. მიზეზი ის არის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ვერ იქცა მის სამშობლოდ და ის ემოცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საკუთარი ხალხის, საკუთარი სამშობლოს მიმართ ეს ემოცია მან ასე ვერ გაიჩინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.