ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა. გადაცემის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენი აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ ბექაურმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ სპორტსმენი საკუთარ ავტომობილში ლომის ბოკვერს ეთამაშებოდა.
აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებდა, რომ ლომის ბოკვერი ბექაურს უკანონოდ ჰყავდა შემოყვანილი.