ლევან მახაშვილი: ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთი სიტყვით თითქოს ყველაზე მეტი ევროპელები არიან და ამის პარალელურად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან
“პოლიტიკაშიც ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთი ხელით, ერთი სიტყვით თითქოს ყველაზე მეტი ევროპელები არიან და ამასობაში, ამის პარალელურად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი ტენდენცია ბიზნესშიც გადავიდა.
„პოლიტიკიდან დაიწყო, პოლიტიკაშიც ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთი ხელით, ერთი სიტყვით თითქოს ყველაზე მეტი ევროპელები არიან და ამასობაში, ამის პარალელურად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. სამწუხაროდ, მსგავსი ტენდენცია ბიზნესშიც გადავიდა. საზოგადოების სხვადასხვა სივრცეებშიც შევიდა ასე ვთქვათ, რომ ერთი მხრივ თითქოს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ პროევროპული არჩევანი გააკეთონ და ამავე დროს თავად არიან, წლების მანძილზე რუსეთში ჩართული სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, ტურიზმი, ვაჭრობა და ა.შ. ის განახორციელონ თვითონვე, რასაც მოუწოდებენ საზოგადოებას. ჩვენთვის, რა თქმა უნდა მსგავსი განცხადებები არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ხოლმე ორსახოვნება, რასაც ვხედავთ ხოლმე პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, “იმედის” ინფორმაციით, არიან კონკრეტული კომპანიები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ.