გორში საპატრულო პოლიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა.
მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო.