ტრამპი კანადას, ამერიკასთან შეერთების შემთხვევაში, გადასახადების დაწევას დაჰპირდა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადას სოციალურ ქსელში შობის დღესასწაული მიულოცა და დაჰპირდა, რომ გადასახადებს დასწევს, თუ ის ამერიკის 51-ე შტატი გახდება.

საშობაო მილოცვაში ტრამპი კანადის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს გუბერნატორად მოიხსენიებს და ამბობს, რომ თუ კანადა ამერიკის შტატი გახდება, გადასახადები 60%-ით შემცირდება, კანადური ბიზნესის შემოსავლები გაორმაგდება, ხოლო ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე დაცული იქნება.

საშობაო მილოცვაში ტრამპი პანამის არხსაც შეეხო. მისი აზრით, პანამის ხელისუფლება ჩინეთის გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო აშშ-ის არხის შენახვას და მის რემონტს აიძულებს.

„შობას ვულოცავ ყველა ჩინელ ჯარისკაცს, რომელიც ლამაზად და არალეგალურად ახორციელებს თავის ოპერაციებს პანამის არხში, რომლის მშენებლობისას ჩვენ 38 ათასი ადამიანი დავკარგეთ (110 წლის წინ)“, – აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები