“მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს” – გიორგი შარაბიძე
“მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და ობიექტურად და სამართლიანად ასახოს ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საქართველოში არჩევნების შემდეგ”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სულ ვამბობდით არჩევნების წინ ამას, რომ არჩევნებზე ობიექტური დაკვირვება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საარჩევნო პროცესის მთლიანობის და სამწუხაროა, რომ ახლა ჩვენ ვიღებთ ასეთი ტიპის ანგარიშებს – დავიწყოთ იმით, რომ 2024 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის ანგარიში არ გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მონაცემები აბსოლუტურად ემთხვევა ცესკოს მონაცემებს; მეორე – ასეთივე ცალსახა ანგარიშები, სადაც ასახულია ძალიან მცირე გამოვლინება, რომელსაც ადმინისტრაციასთან არც დადგენილია და ვერც ექნება ვერანაირი კავშირი და მეორე მხრივ, არ არის ასახული უამრავი ის ფაქტი, მოვლენა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ანგარიშებში ვაქვეყნებთ 4 წელიწადია“, – განმარტა შარაბიძემ.