“ოპოზიციაში გვაქვს დაბალი პოლიტიკური კულტურის კრიზისი” – ამირან სალუქვაძე

“კრიზისი გვაქვს ოპოზიციაში, გვაქვს დაბალი პოლიტიკური კულტურის კრიზისი, სანამ ეს არ გამოსწორდება და დამარცხებული ვერ მიეჩვევა იმას, რომ თავისი დავები გადაწყვიტოს სასამართლოში და მიეჩვიოს წაგებულის აღიარებას და მილოცვას, მანამდე ვიქნებით ასე”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიხილეთ აქციების მთელი სერიები, ვიხილეთ საკმაოდ სერიოზული ძალების ჩართვა, იქიდან გამომდინარე, რომ სამი წამყვანი ქვეყნის პირველი პირები ბრიფინგს ატარებენ საქართველოსთან მიმართებით, შემდეგ აქ ჩამოდიან ევროპელი პოლიტიკოსები და ოპოზიციური აქციის ტრიბუნაზე ადიან, იქიდან განცხადებებს აკეთებენ და ა.შ. ვიღაცას რაღაცის იმედი ჰქონდა, რომ ის, რაც არ გამოვიდა არჩევნებით, შეეცადონ სხვა გზით. ოღონდ ამ სხვა გზას ჰქვია, მინიმუმ სახელმწიფოს საბოტაჟირება, რასაც ახლა ცდილობენ. და მაქსიმუმ, რაც აქვთ ახლა გულში ჩადებული, სახელმწიფო გადატრიალება აქციების მეშვეობით, ეს კანონით ისჯება, ერთიც და მეორეც. არ იმუშავებს ეს სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ამომრჩეველსაც კი არ სჯერა მათი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები