ერდოღანი: თურქეთმა უძლიერესი პასუხი გასცა ისრაელის სისასტიკეს პალესტინაში

ეჭვგარეშეა, თურქეთმა უძლიერესი პასუხი გასცა ისრაელის სისასტიკეს პალესტინაში ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა ვაჭრობის შეჩერება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„სანამ იარაღის მიწოდება გაგრძელდება, ისრაელი უფრო აგრესიული იქნება, რადგან ყოველ დღე, როცა ისრაელი არ შეჩერდება, მდგომარეობა პალესტინასა და ლიბანში უარესდება“, – აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუდის არაბეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ, არის მუშაობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე.

მანვე დასძინა, რომ „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გარეშე მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში ვერ მოვა“.

„სავაჭრო შეზღუდვები და სანქციები ისრაელზე ბრძოლის კიდევ ერთი ფორმაა. ასევე გადამწყვეტია აქტიური დიპლომატია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები