“კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში და რადიკალურმა ოპოზიციამ დაიმსახურა, რომ მათ ჰქონდეთ კრიზისი” – იონათამიშვილი
“კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში და რადიკალურმა ოპოზიციამ დაიმსახურა, რომ მათ ჰქონდეთ კრიზისი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“რა თქმა უნდა არანაირი კრიზისი არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, ხდება დღესაც და მოხდება, ამას ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის.
ახლა ამ პარტიებზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში 4 პარტია კი არ არის, არამედ არის ოთხი პოლიტიკური პროექტი და ამ ოთხ პროექტს ჰყავს ერთი ავტორიც და ერთი პატრონიც. უბრალოდ ამ პატრონს ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნოდ, რომ ისე შეეფუთა ეს ყველაფერი, რომ ცრუ აღქმები გაეჩინა ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაგალითად „ლელოს“ და „გახარიების“ პარტია, არ გაეიგივებინა “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ შეგვიძლია მათი პატრონები ამაზე შევაქოთ კიდევაც, ვინაიდან მეტნ-აკლებად ამ ცრუ აღქმების განვითარებას მათი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიაღწიეს. მაგრამ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ახლა ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, ვინაიდან ის, რომ ამ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სახელები, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პროექტები არიან, და ისინი ერთი ავტორისა და პატრონის მხრიდან იმართებიან და აქ მახსენდება ხოლმე გრიგოლ რობაქიძის კლასიკა, რომ გველი კანს იცვლის, მაგრამ ზნეს არა. ამ ოთხივე პარტიას აქვს ერთი ზნეც და ერთი მიზანიც, ეს მიზანი რა არის – ებრძვიან საქართველოში ოჯახურ ტრადიციებს, საქართველოში გამჭვირვალობის პრინციპს და მშვიდობას, იმიტომ, რომ მათი მიზანი არის აქ ოჯახების დეგრადირება, რომ ადვილი სამართავი იყოს საზოგადოება, ღირებულებების, მათ შორის პრინციპების და მეორეს მხრივ, ამიტომაც არის სულ ორმაგი პრინციპებით, რომ მოქმედებენ ისინი, რომ ყველანაირად არეულობა გამოიწვიონ, მაქსიმალური ესკალაცია და მეორე ფრონტი”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.