“ოპოზიცია იმდენს ლაპარაკობს გაყალბებაზე, საბოლოოდ, გაყალბებული ოპოზიცია შერჩა ხელში ჩვენს საზოგადოებას” – იონათამიშვილი

“ოპოზიცია იმდენს ლაპარაკობს გაყალბებაზე, საბოლოოდ, გაყალბებული ოპოზიცია შერჩა ხელში ჩვენს საზოგადოებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, “ეს ფარისევლები როგორ პოლიტიკურ სასოწარკვეთაში არიან”.

“სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამის [მანდატებზე უარის თქმის] სამართლებრივი პროცედურების გზები და ბერკეტები არ არსებობს, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი. ახალი მოწვევის პარლამენტში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ ოდიოზური ადამიანების დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელოს დეპუტაციამ. მანამდე, ეს ყველაფერი არის მხოლოდ პიარის ნაწილი, თანაც ძალიან უხარისხო. ფაქტობრივად, ისინი გვთავაზობენ 2020 წლის კატასტროფის გამეორებას, რაც მათ რიგებში მოხდა. მათთვის შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნება საბოლოოდ, ვიდრე ეს 2020 წელს იყო. ისინი იმ 4 წლის განმავლობაში, რაც პარლამენტში იყვნენ, არ წარმოადგენდნენ საკუთარ ამომრჩეველს, არამედ საკუთარი კომფორტისთვის იყვნენ იქ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები