ამირან სალუქვაძე: პარტიები, რომლებიც პარლამენტს მიღმა რჩებიან, როგორც წესი ქრებიან
“პარტიები, რომლებიც პარლამენტს მიღმა რჩებიან, როგორც წესი ქრებიან. 250 პარტიაა დარეგისტრირებული და რამდენ პარტიას ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში – მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, ეს მათთვის იქნება ცუდი.
„გარკვეული პოლიტიკური პირები, რომლებიც 20-30 წელია არიან პოლიტიკაში, რაღაც აქტივობას ინარჩუნებენ. ზოგიერთი სოციალური ქსელით გააქტიურდა, რადგან ტელევიზიებიდანაც კი გაქრნენ, რადგან ისინი არც მედიისთვის და არც საზოგადოებისთვის ინტერესს არ წარმოადგენენ. თუ არ შევლენ პარლამენტში, ვგულისხმობ 4 და 5 ნომერს, იქნება მათთვის ცუდი, პოლიტიკური სისტემისთვის კი უკეთესი, რათა მოხდეს ჯანსაღი ძალების შემოსვლა პოლიტიკაში. სანამ ესენი პოლიტიკაში არიან ამ ძიძგილაობით, უაზრო აქციებით, მათ ხელშია ძალიან დიდი ფინანსური რესურსები, იმედია, არ მისცემენ სხვა საშუალებას პოლიტიკაში შემოსვლის“, – აცხადებს სალუქვაძე.