ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებამ საგრძნობლად მოიმატა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურებამ საგრძნობლად მოიმატა. ტოქსიკური სმოგი გაძლიერდა, გაუარესებულია ხილვადობა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

დელიმ პაკისტანის ქალაქ ლაჰორს გაუსწრო და IQAir-ის რეიტინგში (შვეიცარიული ჰაერის ხარისხის ინდექსი) მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა.

ქალაქში სმოგის გაძლიერებას ხელი შეუწყო მეტეოროლოგიურმა პირობებმა, კერძოდ კი, ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ.

ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად წყვეტს სწავლას სკოლებში და შემოაქვს შეზღუდვები კერძო ტრანსპორტის გადაადგილებაზე.

ასევე, პროვინცია პენჯაბში (პაკისტანი), რომელიც ინდოეთის საზღვართან მდებარეობს, შემოღებულია შეზღუდვები – აკრძალულია ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, დაკეტილია სკოლები, ზოგიერთი მაღაზია და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ დროზე ადრე იკეტება.

მეტეოროლოგების ცნობით, სმოგი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით კიდევ 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

IQAir-ის მონაცემებით, 301 ნიშნულზე ზევით ატმოსფერული ხარისხი უკვე საშიშად ითვლება, დელიში კი 13 ნოემბერს ეს ნიშნული 1000-მდე ავიდა.

სპეციალისტების თქმით, მყარ ნაწილაკებს, რომლებიც დელიშია დაფიქსირებული, შეუძლიათ შეაღწიონ ფილტვებში და გამოიწვიონ სხვადასხვანაირი დაავადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები