იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთი და ჩინეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ, იაპონიის მთავრობის რიგით 103-ე მეთაურად არჩევის პატივსაცემად გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთი და ჩინეთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
პრესკონფერენციაზე მან მინისტრთა კაბინეტის პრიორიტეტული ამოცანები ჩამოთვალა და პირველ ადგილზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დააყენა.
ამავდროულად, პრემიერმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსული და ჩინური თვითმფრინავების მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ.
„პრიორიტეტულად სამი ამოცანა მიმაჩნია. პირველი არის ზომები უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც სულ უფრო რთულდება ჩვენს ქვეყანაში… როგორც მედია ხშირად წერს, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო თვითმფრინავებით არღვევენ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს [ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ხდება სამხედრო მოქმედებების გაფართოება და გააქტიურება]“, – განაცხადა იშიბამ.