“ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა წევრებმა კიდევ ერთხელ დაიცვეს მუნდირის ღირსება და პროფესიონალური პასუხი გასცეს მის არაადეკვატურ წევრებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ცდილობდნენ ტექნიკური საკითხების პოლიტიზებას” – ნიკოლეიშვილი
“დღევანდელი, ცესკოს ხანგრძლივი სხდომა ისევ ისე დასრულდა, როგორც მანამდელი სხდომები, კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა წევრებმა კიდევ ერთხელ დაიცვეს, მე ასე ვიტყოდი, მუნდირის ღირსება და პროფესიონალური პასუხი გასცეს მის არაადეკვატურ წევრებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ცდილობდნენ ტექნიკური საკითხების პოლიტიზებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ცესკომ მიერ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრების არდაკმაყოფილების საკითხს გამოეხმაურა.
“მაგალითად, საზოგადოებისთვის ცნობილი წევრობისთვის შეუსაბამო ანა კობახიძე ცდილობდა ისევ საზღვარგარეთ უბნების “არასაკმარის რაოდენობაზე” გაეკეთებინა აქცენტი, მას კი კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არა ცესკოს წევრების სახელმწიფოებრივი მიდგომა საზღვარგარეთ უბნები საერთოდ არ გაიხსნებოდა- შეგახსენებთ ოპოზიციის წარმომადგენელმა წევრებმა კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, რითაც საერთოდ საფრთხის წინაშე დააყენეს საზღვარგარეთ უბნების გახსნა. ჩვეული აგრესიით და მუქარით გამოირჩეოდა ხაბეიშვილის ხელის ბიჭი ლაშა ფარულავა, რომელიც ტელეეკრანების ფონზე ცდილობდა ცესკოს წევრების შეშინებას, თუმცა, მას შემდეგ, რაც სწორედ პოლიტიკური პოპულიზმის გამო დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი, მისი ჰაერში მუშტების ქნევაც მისი პარტიის რეიტინგივით მალევე ჩაიფუშა. ძალიან მძიმე დღეში არიან რადიკალები, მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ფაქტობრივ მასალებს ვერ აგროვებენ, რა ქნან, დროს წელავენ, მათზე გამოყოფილ ფულს მაქსიმალურად “ათეთრებენ”, არად მათ ხომ ყველაზე კარგად იციან ერთი ბრძანება უცხოეთიდან და…ოპოზიცია, სწორდი, სმენა, პარლამენტში შესასვლელად ნაბიჯით იარ! არ არ შესულან, თუ მანამდე უარი არ ჰქონდათ ნათქვამი, ის კი არა და დაგინებულიც ჰქონდათ ვინც შევა ის იქნება პუფიო, რამდენი პუფი გამოჩნდება მალე, მოდით ნუ შეგვეზარება და ერთად დავითვალოთ!”, – წერს ნიკოლეიშვილი.