ლავროვი – მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი უკრაინის საკითხზე კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება
რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება.
„ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართლებრივი გზით დადგინდება ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობა. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ დასავლელ ყველა წარმომადგენელთან, რომლებიც ინტერესთა ბალანსის ძიებაში, მოწოდებული არიან თანაბარი დიალოგისკენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.